Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შს მინისტრმა საჩხერეში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა

თარიღი : 5-03-2016, 13:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეიშვილთან ერთად, საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს ახალმა სამსახურმა გახსნის დღესვე პირველი მომხმარებელი მიიღო, რომელსაც ავტომანქანის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი, თავად შს მინისტრმა გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა მართვის მოწმობის სატესტო გამოცდა ერთ-ერთი მოქალაქისაგან პირადად ჩაიბარა და მომსახურების სააგენტოს ახლადგახსნილ ოფისში მისულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

მომსახურების სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე მდებარეობს. მისი გახსნის შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სააგენტოს ყველა არსებული სერვისით ადგილზე ისარგებლონ. მომსახურების სააგენტოს ახალ ოფისში ადგილობრივი მცხოვრებლები სხვადასხვა სახის ცნობის მიღებას, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას, ასევე, ავტომანქანებთან და იარაღთან დაკავშირებული პროცედურების გავლას შეძლებენ.

შენობა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.


ნანახია: 1678-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უწყების პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წელს განხორციელდება.
გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა პირადად უმასპინძლა და სამუშაო
რაც შეეხება 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აღებულ მართვის მოწმობებს, მათ იურიდიულ ძალა 2028 წლის პირველ