Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით'-ნატალი პატარიძე

თარიღი : 5-03-2016, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა. რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძეა.


ჩემი პირველი სამსახური იყო მხატვართა კავშირი. ჯეირან ფაჩუაშვილის ხელმძღვანელობის დროს, იქ გავიცანი ქუთაისში მოღვაწე მხატვრები, დავდიოდი გამოფენებზე, ვწერდი მათთან ინტერვიუებსა და რეცენზიას მათ შემოქმედებაზე.

პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი სირცხვილიც მტანჯავდა.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო ისევ ავირჩევდი ჩემს პროფესიას და ვიქნებოდი ხელოვნებათმცოდნე, თუმცა სიამოვნებით დავამთავრებდი ფსიქოლოგიასაც.

სამსახურში მივდივარ დილის 10:00 საათზე.

სამსახურში დღეს ვიწყებ ყავით. მძაფრი ყავის სურნელი ყოველთვის მიბრუნებს ახალი დღის, ახალი საქმეების კეთების სურვილსა და შეგრძნებას.

როცა პენსიაზე ვიქნები -საპენსიო ასაკს ველოდები განსაკუთრებულად, ფაქტიურად მერე მაქვს მეორე ცხოვრება დაგეგმილი. ვაპირებ ბევრი შოკოლადის ყიდვას. მგონია, რომ სიმსუქნის აღარ შემეშინდება და სინდისის ქენჯნის გარეშე დავაგემოვნებ ჩემთვის სასურველ სასუსნავს, მოვიმარაგებ წიგნებს და მოგზაურობებით მივიღებ შთაბეჭდილებებს.

ყველაზე მეტად მეშინია ტკივილის, თუმცა მიყვარს ის, რადგან ყველანაირი ტკივილი, განსაცდელი, ახდენს ჩვენი პიროვნების ფორმირებას, ჩაკრასავით არის, რაღაც ახალ გზაზე გაჰყავხარ, თუმცა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მეც მეშინია მისი.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა
ის, რასაც ვაკეთებ.

კარიერის მისაღწევად საჭიროა შრომა, სწავლა და განვითარება.

საყვარელი სადღეგრძელო არ მაქვს.

ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტის და წიგნების საშუალებით.

ახლა ვკითხულობ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, არის საფრანგეთი.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ,
როცა ვაკეთებ ჩემს საქმეს.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა- არ მაქვს.

საყვარელი ფილმი ტიმ ბარტონის „ედვარდ მაკრატელხელება“, ფელინის „კაბირიას ღამეები“, ვერნერ ჰერცოგი “ ყველა თავისთვის, ღმერთი ერთისთვის“.


ნანახია: 4185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ბიზნესბლიცი“- ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომელიც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ topnews.com.ge-მ დაიწყო.
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა
რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.

ამინდი