Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისი 2020'- ქუთაისის განვითარების კონცეფცია

თარიღი : 5-03-2016, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა ქუთაისის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის კონცეფციის განხილვა მოაწყო. განხილვაში მონაწილეობა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის ექსპერტებმა მიიღეს.

როგორც განხილვაზე აღინიშნა, გასულ წელს სამსახურის მიერ არაერთი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, გამოიკითხა ქუთაისში რეგისტრირებული 3279 ბიზნეს-სუბიექტი, განისაზღვრა საწარმოთა დარგობრივი სტრუქტურა და დასაქმებულთა რაოდენობა ეკონომიკის დარგების მიხედვით. განისაზღვრა ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, გამოვლინდა ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, ქალაქის მასშტაბით მოეწყო „სამოქალაქო ფორუმი-შენი იდეა ქუთაისის განვითარებისათვის“ და სხვა. კონცეფციის შემუშავებაში ჩართული იყო მსოფლიო ბანკი „ქალაქების ეკონომიკური როლის კვლევა“, GGI (USAID contractor) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში.

მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა ქალაქის სტრატეგიულად პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გათვალისწინებით საბოლოოდ შემუშავებული იქნება ქუთაისის განვითარების სტრატეგიული გეგმა „ქუთაისი - 2020“.

ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის სპეციალისტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.


ნანახია: 2166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
კლდიაშვილის თქმით, ქალაქის მერისგან შეთავაზების მიღების შემდეგ, კონსულტაციები კოლეგებთან გაიარა.
ქალაქის მერმა ენჯეო სექტორს ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ესაუბრა.
ქუთაისის მერია 15 აგვისტოდან ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვების საბოლოო ეტაპს
პრეზენტაციაზე უკრაინული მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ტურისტული კომპანიები იყვნენ მიწვეული.

ამინდი