Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოციალურად დაუცველ პირებს ქუთაისში ექიმები უფასოდ მოემსახურებიან

თარიღი : 4-03-2016, 19:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ქუთაისში შეჭირვებული მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს. აქცია ყოველი თვის პირველ შაბათს მოეწყობა, ხოლო მწოლიარე პაციენტებისთვის ბინაზე მისვლით ყოველი თვის მესამე შაბათს. ქუთაისის მერია ვალდებულებას იღებს ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

,,ასეთი ტიპის დახმარება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ განვახორციელეთ სხვადასხვა კლინიკების ჩართულობით სამედიცინო აქციები, თუმცა ეს იყო ერთჯერადი. ახლა კი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დახმარებით რეგულარულად განხორციელდება,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის დირექტორის მერაბ კვიცარიძის თქმით, შინმოვლის (ბინაზე ვიზიტის) პროგრამით ნაზარიშვილის კლინიკის ექიმები ბინაზე მწოლიარე ავადმყოფებს მოინახულებენ და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის გარდა, ნაზარიშვილის კლინიკასთან თანამშრომლობით სხვა პროექტებიც განხორციელდა. მისივე თქმით, პროექტები ქალაქს და არა პირად ინტერესებს ემსახურება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2083-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მემორანდუმის ფარგლებში დღეს პირველი პროფილაქტიკური გამოკვლევები განხორციელდა.
დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმებს დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ და ქუთაისის მერიამ
უფასო სამედიცინო გამოკვლევები იმერეთის რეგიონში უკვე ჩაუტარდათ საჩხერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს. აქცია
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებისათვის უფასო იქნება როგორც გამოკვლევები, ისე ანალიზები.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან პაციენტებს,
ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა.

ამინდი