'სპეციალური სერვისები' ქუთაისის სისუფთავეზე მზრუნველებს დააჯილდოვებს
თარიღი : 4-03-2016, 18:54 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

მიმდინარე წლის 6 მარტს, ქუთაისში, ბალახვნის ცენტრში, ე.წ. 100- საფეხურიან კიბეებთან მეეზოვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებთან ერთად, ქალაქის მერიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველ პირებს ეპატიჟება.
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის თქმით, ღონისძიება წარმოდგენილი იქნება ის ტექნიკაც, რომელიც ქუთაისის დასუფთავებაში მონაწილეობს.
"ამ დღე ყველა პროფესიის წარმომადგენელი ერთი პროფესიის ირვლივ გაერთიანდება. ასევე წარმოდგენილი იქნება "სპეციალური სერვისები"-ს მიერ გაწეული საქმინობის ამსახველი ფოტოკოლაჟი. ჩვენ პროფესიული დღის გარეშეც მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებიც ქუთაისის სისუფთავისთვის მუხლჩაუხრელად შრომობენ," - აცხადებს გიორგი მჟავანაძე.