გორას დასახლების პრობლემას 'გირჩის' ლიდერები გაეცნენ
თარიღი : 4-03-2016, 18:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, გორას დასახლებაში შექმნილ პრობლემას "ახალი პოლიტიკური ცენტრის -გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელი თემურ ცამციშვილი გაეცნენ. გორას დასახლება შესაძლოა მიწისქვეშ აღმოჩნდეს. აღნიშნული საფრთხის მიზეზი დასახლებაში გაჩენილი მცოცავი მიწა და ნაპრალებია. "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი მოსახლეობის დასახმარებლად გეოლოგების ჩართვას ითხოვს. შესაბამის ორგანოებს "გირჩმა" წერილით უკვე მიმართა.