'Topnews-ის მეგობართა კლუბი'-ახალი პროექტი ახალგაზრდებისთვის

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) იწყებს ახალ პროექტს-,,Topnews-ის მეგობართა კლუბი“.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge რეგიონული საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც აქცენტს აკეთებს იმერეთის რეგიონში მიმდინარე სიახლეებისა და აქტუალური თემების ოპერატიულად გაშუქებაზე. პროექტ ,,Topnews-ის მეგობართა კლუბი“-ში ჩართულები იქნებიან იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები (10-დან 12 კლასის ჩათვლით).
პროექტის განმავლობაში მონაწილეები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა აქტივობებით. კერძოდ:
მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე:
მოქალაქე ჟურნალისტი, სოციალური მედია;
კომუნიკაცია;
ახალი ამბების აგების პრინციპი;
მედია მარკეტინგი.
პროექტის მონაწილეებისათვის გამოცხადდება ფოტო კონკურსი წინასწარ შერჩეულ თემაზე და კონკურსის დასრულების შემდეგ მოეწყობა ფოტოგამოფენა.
,,Topnews-ის მეგობართა კლუბში“ მოეწყობა შეხვედრა მოქმედ ჟურნალისტებთან (ცენტალური და რეგიონული ტელევიზიებიდან თუ საინფორმაციო სააგენტოებიდან), რომლებიც მონაწილეებს ესაუბრებიან მათთვის საინტერესო თემებზე, გაუზიარებენ გამოცდილებას და მისცემენ რჩევებს თავიანთი პრაქტიკიდან გამომდინარე.
,,Topnews-ის მეგობართა კლუბის“ მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა კლუბის წევრებს.
,,Topnews-ის მეგობართა კლუბი“-ს წევრებისთვის მოეწყობა ფილმის ჩვენება და გაიმართება დისკუსია (ფილმი შერჩეული იქნება თემატურად).
პროექტის მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში მოეწყობა ექსკურსია ქუთაისში მდებარე საქართვლოს პარლამენტის შენობასა და პროექტში- "დამზადებულია იმერეთში" ჩართულ რომელიმე საწარმოში.
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.
პროექტში ჩართულ მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15.
პროექტში ჩართულ მოსწავლეთა ასაკი: მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში მე-12 კლასის მოსწავლეებიც.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები.
მოსწავლეები,რომლებიც წარმატებით გაივლიან პროექტს ,,Topnews-ის მეგობართა კლუბი“, ოფიციალურად გახდებიან ,,სააგენტოს მეგობრები“ და ჩაერთვებიან სააგენტოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 5 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით მოგვაწოდეთ შესაბამისი განაცხადი სამოტივაციო წერილის სახით, სადაც განმარტავთ, რატომ გსურთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა.
,,გაიგე მთავარი იმერეთში და იყავი წარმატებული!“
რეგიონული საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE.
მის: ქ.ქუთაისი დუმბაძის #4
საკონტაქტო პირი: თიკო ძოძუაშვილი
მობ: 595 03 43 02
ელ-ფოსტა: topnewscomge@gmail.com.