ქუთაისში ტაქსის მძღოლი ანტირუსული წარწერისთვის 'დასაჯეს'

ქუთაისში ტაქსის მძღოლი საკუთარ ავტომობილზე განთავსებული ანტირუსული წარწერის-"ხალხო გაიღვიძეთ, რუსეთი ოკუპანტია"-ს გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ჯემალ ცინარიძის განცხადებით, მისი დისკრიმინაცია ადრეც ხდებოდა და ტაქსის კომპანიიდან შეკვეთებს იმ მიზეზით არ აძლევდნენ, რომ მან მანქანაზე რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა, რადგან მისივე თქმით, ავტომობილი მისი საკუთრებაა და სამსახურეობრივი დანიშნულების გარდა, სხვა ფუნქციაც აქვს.
,,რვა თვის წინ მძღოლად დავიწყე მუშაობა ,,მაქსიმ ოფისში'', რომელიც მეგონა რომ უკრაინული კომპანია იყო. აღმოჩნდა, რომ ფირმა რუსულია და ხელმძღვანელობამ დამაძალა ანტირუსული წარწერის მოხსნა საკუთარი მანქანიდან, რაზეც არ დავთანხმდი. ამ მიზეზის გამო გამიშვეს სამსახურიდან,“- აცხადებს ჯემალ ცინარიძე.
არასამთავრობო ორგანიზცია „მედიატორი''-ს წარმომადგენლის ზაალ ხონელიძის განცხადებით, დაზარალებულის მიმართვის შემდეგ, მათ გამოიკვლიეს აღნიშნული ფირმის მფლობელის ვინაობა. ხონელიძის თქმით, „მაქსიმი“-ს მფლობელი ოლეგ შლეპანოვია, რომელიც რუსეთიდან მართავს ე. წ ქართულ კომპანიას.
,,რუსეთი საქართველოდან ქაჩავს იმ მატერიალურ რესურსს, რაც ქართველებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ის ცდილობს, კონკრეტულ ადამიანს, ჯემალ ცინარიძეს გააკეთებინოს ის, რაც მას უნდა, ''-აცხადებს ხონელიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" მოუწოდებს ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომ დადგნენ ასეთი ადამიანების გვერდით, რადგან მათი განცხადებით, ჯემალ ცინარიძის მსგავსად სხვა უდანაშაულო ადამიანებიც არ დაისაჯონ.
თავად კომპანიის ოფისში მომხდარზე აცხადებენ, რომ, ცინარიძემ სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა. აცხადებენ, რომ კომპანია ქართული და ისინი პოლიტიკაში არ ერევიან.
ნათია სვანიძე