ქუთაისის მერიამ დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლების თხოვნა დააკმაყოფილა
თარიღი : 4-03-2016, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიამ ჭონქაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ტრანსპორტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც topnews.com.ge-ს ქალაქის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერიაში ჭონქაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის განცხადება განიხილეს.
"მოსახლეობამ აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა. მერიაში იმსჯელეს და გადაწყდა, რომ შესაძლებელია M1 კატეგორიის N101 სვლაგეზის დაგრძელება და ჭონქაძის ქუჩაზე შემოსვლა, რისთვისაც საჭიროა ადაპტირებული გრაფიკების შექმნა. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გადაადგილების პრობლემის მოგვარებასა და სვლაგეზის რენტაბელურობის შენაჩუნებას. უახლოეს დღეებში ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები შეხვდებიან მოსახლეობას და მათთან ერთად გადაწყდება ოპტიმალური გრაფიკების შერჩევა," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ჭონქაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ტრანსპორტის დანიშვნას ადგილობრივებთან ერთად, "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი"-ს ქუთაისის ოფისიც ითხოვდა.