ქუთაისში გარდაცვლილი პატიმრის მამა შიმშილობას იწყებს
თარიღი : 19-10-2013, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას საქმეზე ამოღებული ფირების ჩვენება თბილისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ხვალ გაიმართება. თუმცა ოჯახი აღნიშნულ ჩვენებაზე დასწრებას არ აპირებს.
ძველაიების ოჯახის ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად ციხიდან ამოღებული ფირების მათთვის გადაცემას ითხოვს.
„გარდაცვლილის ოჯახს ფირების უწყვეტობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ისინი დამონტაჟებული იყოს. ამიტომ, ოჯახი ჩვენებაზე არ მოვა და ფირების ნახვას მე დავესწრები. ამიტომ, მე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმოამდგენლებს, რომ ფირების ჩვენებას დაესწრნონ,“ - ამბობს ლედი ტუკვაძე.
ადვოკატის თქმით, თუ ოჯახს ფირებს არ გადასცემენ, ორშაბათიდან გოგა ძველაიას მამა და ოჯახის ახლობლები პარლამენტთან შიმშილობით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ გოგა ძველაია ქუთაისის ციხეში ქურდობის ფაქტზე მოხვდა. ის დაწესებულებაში 24 საათის შეყვანილი იყო, როდესაც გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ პატიმარი მოკლეს.