ეროვნული თავდაცვის აკადემიის მადლობა წარმატებული იუნკერის დედას
თარიღი : 3-03-2016, 23:08 | კატეგორია: ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ავალიანი და აკადემიის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი სერჟანტი კობა მერკვილაძე დედის დღესთან დაკავშირებით საბაკალავრო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული იუნკერის, რიგითი ნიკა ჟორჟოლიანის დედას, ქალბატონ თამარ გვილავას ესტუმრნენ. აკადემიის წარმომადგენლებმა ქალბატონ თამარს პირადად მიულოცეს დედის დღე და მადლობა გადაუხადეს ქვეყნისთვის საამაყო და სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული შვილის აღზრდისთვის.