Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნაციონალებო, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტყიბულელი მეშახტეები ასეთ გამოსვლებს ვერ გაბედავდნენ"

თარიღი : 3-03-2016, 21:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტყიბულელი მეშახტეები ასეთ გამოსვლებს ვერ გაბედავდნენ, რადგან სისხლში ახშობდით ყველა იმ ადამიანის საპროტესტო ხმას, ვინც თუნდაც საკუთარი შრომითი უფლებების და ინტერესების დაცვას გაბედავდა", - აღნიშნული განცხადებით ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს უპასუხა.

ჩაფიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრებს ის პრობლემები გაახსენა, რაც ტყიბულელ მეშახტეებს წინა ხელისუფლების დროს აწუხებდა. მან უმცირესობას მიმართა, თუკი ტყიბულელ მეშახტეებზე გული მართლა შესტკივათ, პარლამენტში ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ და მათი სოციალური პრობლემები დემაგოგიისთვის და პოპულიზმისთვის არ გამოიყენონ.

ჩაფიძის განმარტებით, პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის შემოტანილი კანონოპროექტი 2016 წლამდე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გავრცელებას ითვალისწინებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ძველ კანონით ატარებდა.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც შეღავათებით სარგებლობდა, კვლავ ისარგებლებს", - აღნიშნა ჩაფიძემ.


ნანახია: 1875-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა.
როგორც ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ მას შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ
ელისო ჩაფიძის თქმით, არასოდეს აპირებს, რომ პარტია შეიცვალოს.
ტყიბულელი მეშახტეები მთავრობის სხდომაზე მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან.

ამინდი