აგვისტოს ომს შეწირული გმირის დედას დედის დღე ხელისუფლებამ მიულოცა
თარიღი : 3-03-2016, 19:16 | კატეგორია: ახალი ამბები

2008 წლის აგვისტოს ომში შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის, შმაგი კუპატაძის დედას იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ დედის დღე მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირი შვილის აღზრდისთვის გარდაცვლილის დედას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსაც მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსაც მიულოცეს.