Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ მრავალშვილიან დედებს სადღესასწაულო მიღება მოუწყო

თარიღი : 3-03-2016, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დედის დღის აღსანიშნავად, ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების და სოციალური სამსახურის ინიციატივით, ქუთაისის კულტურის სახლში (ნიღბების თეატრის სცენაზე) სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედებისათვის პერფომანსი მოეწყო. დედებს დღევანდელი დღე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. საზეიმო ცერემონია სადღესასწაულო მიღებით დასრულდა.

მრავალშვილიან დედებს, რომელთაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ ქუთაისის მერიისგან 300–ლარი გადაეცათ.

მრავალშვილიანი დედების დასახმარებლად ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პროგრამა მოქმედებს. მაგალითად, იმ დედებს, რომელთაც 4 ან მეტი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 30 ლარი ერიცხებათ. მრავლშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი 40 ლარი.

რაც შეეხება მშობიარე ქალებს, მათ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, მერია 1000 ლარს ურიცხავს, მე-5 ბავშვზე თანხა -1 100 ლარს შეადგენს, მე 6-ზე- 1 200 ლარს და ა.შ.

იმ დედებს, რომელთაც 5 შვილი ჰყავთ, წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად 500 ლარი ერიცხებათ. 6,7,8 შვილზე კი-700 ლარი. ხოლო 9 და მეტ შვილიან დედას ყოველწლიურად 1 000 ლარი გადაეცემა.


ნანახია: 1761-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მრავალშვილიანი დედების დასახმარებლად ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პროგრამა მოქმედებს.
დედის დღის აღსანიშნავად ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მერიამ დედებს ყვავილები და საჩუქრები გადასცა.
მრავალშვილიანი დედა აცხადებდა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს ხელისუფლების უყურადღებობის ფონზე, შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ.
შოთა მურღულიამ და მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ზურაბ მარგველაშვილმა ოჯახს ის პროგრამა გააცნეს, რომლითაც მრავალშვილიან

ამინდი