Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 4 მილიონად შეფასებული არქივის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება

თარიღი : 2-03-2016, 20:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრალური არქივის მშენებლობა მიმდინარეობს.

არქივის ახალი, 5- სართულიანი შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება, ხოლო დოკუმენტებისა და საცავებისთვის - 2805 კვ. მეტრი გამოიყოფა. ნაგებობა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება, სადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება.

ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.

მშენებლობას, რომელიც იუსტიციის სახლის გვერდით მიმდინარეობს, ოფიციალური მისამართი ჯერ მინიჭებული აქ აქვს. მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებისათვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტს ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რუსთავსა და თელავში რეგიონული არქივების ახალი შენობები უკვე აქვს, ხოლო მარტის დასაწყისში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობის ზუგდიდში გახსნა იგეგმება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.
ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.
შენობას და პარკინგს 9 ათასი კვადრატული მეტრი დაეთმობა

ამინდი