თერჯოლაში პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის- ,,აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია თერჯოლაში გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია პროექტის მენეჯერმა გოგი კახიძემ წარადგინა. შეხვედრაზე აღინიშნა,რომ პროგრამის პირველ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან გაიმარჯვა 15-მა პროექტმა. პროგრამის ფარგლებში განავითარა და დაფინანსდა 8 ბენეფიციარი.
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებგვერდის მეშვეობით www.gartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.
ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია 31 მარტამდე.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალურად დაიწყო 2014 წლის 1-ელი ივნისიდან.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.