ქუთაისში ოტია იოსელიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
თარიღი : 2-03-2016, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ქართველი მწერილის, ოტია იოსელიანის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს. ღონისძიება, რომლის ჩატარების ინიციატივაც იოსელიანის ოჯახს ეკუთვნის, 4 მარტს 16:00 საათზე გაიმართება. ოტია იოსელიანის წიგნის გამოცემას ქუთაისის მერია აფინანსებს.
,, ეს ღონისძიება არის მათთვის, ვისაც წიგნი უყვარს,''- აცხადებს ოტია იოსელიანის შვილი დაჩი იოსელიანი.
1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა ოტია იოსელიანი. 1957 წელს ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტის შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას – ნოველა, რომანს -რომანი… აღიარებას – აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება” და ,,ურემი გადაბრუნდა” (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი).
1960 წელს გამოვიდა ოტია იოსელიანის საბავშვო სათავგადასავლო წიგნი ,, უთაური ბიჭის თავგადასავალი”.
1961 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,ვარსკვლავთცვენა”. იმავე წელს დაიწერა პიესა ,,ადამიანი იბადება ერთხელ” და დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
1972 წელს საბჭოთა მწერალმა გამოსცა რომანი ,,ტყვეთა ტყვე”.
1973 წელს ,,ნაკადულმა” გამოსცა ,,დაჩის ზღაპრები” (უძღვნა თავის უმცროს შვილს დაჩის).
1981-82 წლებში რჩეული ორტომეული.
1989-91 წლებში ისევ ორტომეული.
1999 წელს გამოიცა 55 არაკი.
2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი.
თარგმნილია: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად… საერთო ტირაჟით აქვს მილიონამდე.
ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება”, ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, ,,ურემი გადაბრუნდა” და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში.
ავტორია სცენარებისა: ,,ჩქარი მატარებლიდან”,,ლევანა”, ,,თეთრი ქალიშვილი”, ,,აკაციის ყვავილობა”, ,,ცეცხლთან თამაში”, ,,ბოშას კოცნა”, ,,მალე გაზაფხული მოვა”, ,,ჩემი ქალაქის ვარსკვლავი”.
მულტფილმები: ,,კიბერნეტიკა და სიყვარული”, ,,დაჩის ზრაპრები”.
ნათია სვანიძე