Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ომარ ნიშნიანიძე:'თერჯოლელი სოკრატე ვარ'

თარიღი : 2-03-2016, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე კოკა ყანდიაშვილის კრიტიკას პასუხობს. დეპუტატმა კრიტიკა ბოლო დროს ქუთაისითან დაკავშირებით გაკეთებული ხმაურიანი განცხადებებისათვის დაიმსახურა.

"შენ სადაური სოკრატე ხარ კოკა???

ბატონო კოკა, მე თქვენს წიგნიერებას და ინტელექტს როგორ შევწვდები, მე ერთი ისტორიკოსი, რიგითი პროფესორი და პარლამენტარი. მე ის ვიცი რაც ვიცი, მათ შორის თქვენს შესახებაც. მე მართლაც შემიძლია ვთქვა ,,თერჯოლელი სოკრატე'' ვარ, ქუთაისელიც შეიძლება ითქვას, უფრო ზუსტად ოკრიბული წარმოშობის ,,ჭოგნარელი სოკრატე'', ჩემი ჯილაგი აქ, ამ მხარეში სახლობს 50 საუკუნეა დაახლოებით, მაგრამ შენ სადაური სოკრატე ხარ? ვისი და რისი ტიკი-ტომარა? აბა თუ ვაჟკაცი ხარ შენ დააზუსტე სადაური სოკრატე ხარ წარმოშობით? შენ რომელი თერჯოლიდან ხარ? ვერ იტყვი და კარგად იცი რატომაც...

ინტრიგების ხლართვა კარგად გეხერხება ვის კარზეც ხარ იქ. იმიჯი და პიარი რომ არის ჩვენი ხელისუფლების აქილევსის ქუსლი ეს შენი დამსახურებაცაა და შენი მეუღლის - ნონა ყანდიაშვილის, თბილისის მერის პიარი რომ გახლავთ მაღალი ხელფასით და მისი გამოისობით არაფერი ჩანს ან ხელისუფლების ნაკეთები უამრავი საქმიდან.

რაც შეეხება პორტს ქუთაისთან, აბა აიეტის დროინდელ კოლხეთზე, თუნდაც მერინდელ ანტიკურ და ელინისტური ხანის ჩვენს სამშობლოზე შენ რა გელაპარაკო, იმ დროებაზე აია-კუტაია და ვანი დიდი ცივილიზაციის ქალაქები რომ იყვნენ, რიონ-ფაზისი კი გაცილებით წყალუხვი და გეგუთამდე (ქექუთამდე, ქვემო ქუთაისამდე, უძველეს ქუთაისამდე -ნ. ბერძენიშვილი) ამოდიოდნენ საკმაოდ მოზრდილი ანტიკური ხომალდები, და არა მარტო მაშინ, არამედ გასული საუკუნის 30-იან წლებამდე მოზდრილი საზღვაო გემებიც კი შემოდიოდნენ რეგულარულად სამტრედიამდე (ორპირამდე). გენიალური ქართველის - ნინო ნიკოლაძის გამოკვლევებზე და ნაშრომებზე რიონის სანაოსნოდ გამოყენების ეფექტიანობის შესახებ, შენ რა უნდა გელაპარაკო, ან თუნდაც ჩევნი საუკუნის დასაწყისის ქართველი აკადემიკოსების და პროფესორების (ვახტანგ მდივანი, ირაკლი ხომერიკი, გიორგი ანდრონიკაშვილი, გურამ მირიანაშვილი და სხვები) გამოკვლევებსა და პროექტებზე ამავე საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამას შენნაირ ,,წიგნიერ ინტელექტუალებს", თვითმარქვია ნაცებთან ერთად, კაცი რას გააგებინებს, თქვენ დონეს ვინ მიწვდება...

თქვენი საერთო მიზანი ხომ ჩემი და ამ ხელისუფლების ერთგული ადამიანების დისკრედიტაცია და შავი პიარია...," - აცხადებს დეპუტატი.


ნანახია: 2392-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,სოკრატე+“ მომხმარებელს პერიოდულად გარკვეულ აქციებსაც სთავაზობს.
ვიცე-პრემიერის თქმით, პორტი ქუთაისში ვერ მოეწყობა.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ქუთაისში პორტის
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილს მსოფლიო ჩემპიონი გამოთქვამს.
კითხვაზე, სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ნიშნიანიძე პასუხობს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის, თუმცა ის ამ ეტაპზეც დასაქმებულია.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მისმა ოპონენტმა, „ნაციონალმა“ აკაკი ბობოხიძემ ერთ-ერთი

ამინდი