Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პოლიტიკოსები პარლამენტში ორ კვირაში ერთხელ,'ხელის ასაწევად' ჩამოდიან"

თარიღი : 2-03-2016, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
სასწრაფოდ შეწყდეს კონსტიტუციის დარღვევა და ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს,- განცხადებას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" აკეთებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისის ფუნქცია 4 წლის მანძილზე ვერ განსაზღვრა და პოლიტიკოსები პარლამენტში მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ, "ხელის ასაწევად" ჩამოდიან.

"კარგია, რომ არსებულ პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. ვგულისხმობ ნიშნიანიძის განცხადებას, რომ პარლამენტის გადატანა დედაქალაქში ქუთაისისთვის ცუდად დამთავრდება. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გამოსასწორებლად დრო აღარ დარჩა,’’- აცხადებს ,,ევროპა ჩვენი სახლია’’-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ყურადღებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რთულ მდგომარეობაზეც ამახვილებენ. მათი თქმით, ტერიტორია საძოვრად და სანაგვედ არის ქცეული.

,,ევროპა ჩვენი სახლია’’ მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას თავი დაანებოს კონსტიტუციის დარღვევას და პარლამენტმა სრულად ქუთაისში იფუნქციონიროს, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისაგან პარლამენტის ტერიტორიაზე ზრუნვასა და ანტისანიტარული მდგომარეობის მოგვარებას მოითხოვს.

ქუთაისის მერიის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, რადგან მათივე თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება არ არის.


ნანახია: 2236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი
"არა გაზპრომს," - აღნიშნული სახელწოდებით ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ ფილაქანი აიყარა.
'ევროპა ჩვენი სახლია'-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ოკუპაცია

ამინდი