"თავისუფალი საქართველო" მძღოლებს პარლამენტთან აქციაზე ეპატიჟება
თარიღი : 2-03-2016, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" წამომადგენელმა გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. წულაია ქუთაისში ავტომანქანების პარკირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობას აპროტესტებს. მისი თქმით, მანქანის გაჩერებისთვის შეუსაბამო ადგილას ფულის გადახდა მართებული არ არის.
"შეხედეთ რას ჰგავს ეს გზები და აქ მანქანის დაყენებისთვის მერია გვთხოვს ფულს. ასეთია პარკირების ადგილების უმეტესობა,"-განაცხადა გოგი წულაიამ.
რამდენიმე ხნის წინ გოგი წულაიამ სასამართლოსაც მიმართა და პარკირებლის მოსაკრებლის გაუქმება მოითხოვა, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღო.
"სასამართლო სასჯელზე ციცინო კიკვაძემ -ესაა მისი გვარი რეგისტრაციით თორე სულიერად ლევან მორუსიძემ დამიწერა, თითქოს მე ვერ დავუმტკიცე მას რატომ უნდა გაჩერდეს უკანონოდ ფულის აკრება. მე მას ყველა დოკუმენტი მივუტანე, მაგრამ სასამართლო არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ, რადგან ამას გავლენის გარეშე არც ერთი მოსამართლე არ დაწერდა,"- განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს წამომადგენელმა გოგი წულაიამ.
გოგი წულაიამ მძღოლებს პარასკევს, 11 საათზე პარლამენტთან აქციაზე შეკრებისა და მათი უფლებების დაცვისაკენ მოუწოდა.
მარუსა ხურციძე