Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე' ხარაგაულში 685 000 ლარი დაიხარჯება

თარიღი : 2-03-2016, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 685 000 ლარი დაიხარჯება. 24 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, 2016 წელს ,,სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს იმერეთის მხარის კოორდინატორი, კობა ქიმაძე და იმერეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, იუზა უგულავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, არსებულ ცვლილებებზე ესაუბრნენ. სამუშაო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შედგა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ,,სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების სოფლებზე განაწილებაში ცვლილებებია შესული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს იმერეთის მხარის კოორდინატორი კობა ქიმაძე: ,,წინა წლებში მუნიციპალიტეტიდან ვითხოვდით ინფორმაციას მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. წელს ეს შეიცვალა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მივიღეთ ინფორმაცია მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. დადგენილებაში ზოგი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ცვლილებაა ასევე ის, რომ თუ შარშან სამინისტროს მიერ მოწოდებული გაანგარიშებით გამოეყო თანხები სოფლებს, წელს მუნიციპალიტეტი თვითონ განსაზღვრავს თანხებს სოფლებისთვის. თანხის განაწილების პრინციპი სხვადასხვა იქნება. მუნიციპალიტეტს აქვს უფლება და გამგებლის წარდგინებით საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს, რომ მთლიანი თანხა თუნდაც ერთ პროექტზე განისაზღვროს ან გადაანაწილოს რამდენიმე სოფელზე და პროექტები დაამსხვილოს.“

შეხვედრაზე მოხდა განმარტება, რომ კრების ოქმში ასევე მითითებული უნდა იყოს ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა. შეხვედრების მასშტაბურად ორგანიზების მიზნით, გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაევალათ დროულად მოახდინონ სოფლის მოსახლეობის ინფორმირება.

იმერეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა იუზა უგულავამ განმარტა, რომ სოფლებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ გზების მოხრეშვისგან, რადგან განკარგულების თანახმად, გამოყოფილი თანხა მხოლოდ მრავალწლიან პროექტებზე უნდა დაიხარჯოს.

პროექტების განსახორციელებლად დადგენილებით გამარტივებული 3 დღიანი ტენდერი გამოცხადდება. 50%–ზე მეტი თანადაფინანსების შემთხვევაში კი 20 დღიანი ტენდერი.
იმ შემთხვევაში თუ პროექტზე გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩავარდება მუნიციპალიტეტს უფლება აქვს სამუშაო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეასრულოს. შეხვედრას ესწრებოდა გამგებლის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ინგა ბერაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სოფლის შეხვედრებზე დაცული იყოს გენდერული თანასწორობა, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალბატონები უკეთ ხედავენ იმ პრობლემებს, რაც სოფელს და ოჯახს აწუხებს. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს, რომელიმე სქესის უპირატესობას, ეს არის თანაბარი შესაძლებლობები ორივე სქესისათვის, რაც გულისხმობს თანაბარ ჩართულობას იმ პროცესებში, რაც სოფლად მიმდინარეობს“ - ამბობს ინგა ბერაძე.

სოფლებში კრებების ჩატარება დაახლოებით 15 მარტიდან დაიწყება. კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობა თავად აირჩევს სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტს განსახორციელებლად.


ნანახია: 1847-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარი შეეხო სოფლებში შეხვედრების დაგეგმვასა და პრიორიტეტების წარმოჩენას, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებს, რადგან როგორც
სოფლის კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაიმართება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, გამგებლის მოადგილეები, პაატა გოგოლაძე, დავით დევდარიანი, თემურ ჩხეიძე
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი