Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წულაია:ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორრტო კომპანიები ვალდებულებებს არ ასრულებენ

თარიღი : 19-10-2013, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისში, ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის შესასწავლად კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ პიროპბებს არ ასრულებენ და ქუთაისის ტრანსპორტში კორუფციაა.
წულაიას განმარტებით, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საკუთარი ავტო პარკი უნდა გააჩნდეს. ასევე, უნდა ჰყავდეს ექიმი სანიტარი, რომელიც ყოველდღიურად დაათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო ტრანსპორტში გამოკრული უნდა იყოს მძღოლის სახელი, გვარი, ცხელი ხაზის ნომერი და ასე შემდეგ.
„კიდევ ათასი მოთხოვნაა, რომლებიც რა თქმა უნდა, არ სრულდება. დისპეტჩერებისგან აღებული ფული კიდევ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეში მიდის. ამიტომ მე ვთხოვ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს, რომელიც ენერგიით შეუდგა საქმეს, შეიქმნას კომისია. ეს კომისია გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს ტრანსპორტის საკითხს და დაამტკიცებს ხაზებს ისე, რომ ქალაქის არც ერთ მაცხოვრებელს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას. მერიის ტრანსპორტის სამსახურმა კი კეთილი ინებოს და ვიდრე ისეთი კომპანია გამოჩნდება, რომელსაც საკუთარი ავტოპარკი ეყოლება, ხელშეკრულება საქალაქო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს გაუფორმოს,“ - ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 1613-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის განცხადებით, ტენდერში ახალი კომპანიები მონაწილეობენ. აღნიშნულ სატრანსპორტო ხაზებზე
საქალაქო ტრანსპორტში მძღოლებს სპეციალური განცხადება აქვთ გამოკრული, სადაც წერია, რომ რიგგარეშე გაჩერება 40 თეთრი ღირს.
„თავისუფალი საქართველო“ მძღოლებს მოუწოდებს ავტოსადგომების მომსახურების ღირებულება არ გადაიხადონ.
წულაია მიიჩნევს, რომ ქუთაისს არ აქვს იმის ფუფუნება ორი ერთნაირი ფუნქციის მატარებელი სამსახური არჩინოს. „თავისუფალი საქართველო“
'თავისუფალი საქართელო'-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
ქალაქში 12 კომპანიაა, რომელთაც ავტომობილების პარკირების ადგილები იჯარით აქვთ აღებული. მოიჯარეები კი მერიის წინაშე აღებულ ფინანსურ

ამინდი