Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში მაღაროელებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგით კმაყოფილია

თარიღი : 1-03-2016, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში მაღაროელებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგით კმაყოფილია.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ადამიანები მუშაობენ და ისინი ხელფასს მიიღებენ.

კითხვაზე, რამდენად მოგვარდა მათი პრობლემები იმით, რომ ხელფასის მხოლოდ 10%-ით მომატება იქნა მიღწეული, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს იმის კომპეტენცია გადაწყვეტილად თქვას, რა მოგვარდა და რა - არა.

"მე არ მაქვს მაგის კომპეტენცია, რომ გადაწყვეტილად გითხრათ რა მოგვარდა და რა არ მოგვარდა. მე კმაყოფილი ვარ მიღწეული შედეგით, ადამიანები მუშაობენ და ეს ადამიანები ხელფასს მიიღებენ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, ბოლო დროს საწარმოებში მომრავლდა სოციალური პროტესტი, აქციები, ბიზნესმენები ამბობენ, რომ ამას აქვს ობიექტური მიზეზები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფოს, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს როლი არის და იქნება ბაზრების გახსნა.
"ამ მიმართულებით არც ერთ იმ საწარმოს, ვიზეც ახლა საუბრობთ, ბაზრების გახსნის პრობლემა არ აქვს. თქვენ რომ აიღოთ ტყიბულის მიმართულება, ტყიბულში ნაწარმოები ქვანახშირი 100%-ით იყიდება. რამდენსაც აწარმოებს ტყიბული, იმდენი იყიდება. მათი ძირითადი მყიდველია "ჰაიდელბერგცემენტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, "ჰაიდელბერგ ცემენტის" მიმართულებით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მათ მიეცათ გადაზიდვებზე დაბალი ტარიფი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელშეწყობა მოხდეს როგორც ტყიბულისთვის, ასევე "ჰაიდელგბერგისთვის".

"ჩვენ მათ მივეცით გადაზიდვებზე დაბალი ტარიფი, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო როგორც ტყიბულისთვის, ასევე "ჰაიდელბერგისთვის", რადგან "ჰაიდელბერგი" იღებს საქართველოში ნაწარმოებ ქვანახშირს. ეს არის პასუხი იმაზე, თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს. კონკრეტული როლი შევასრულეთ ამ კონკრეტული მიმართულებით, როდესაც ჩვენ ტყიბულსა და "ჰაიდელბერგზე" ვლაპარაკობთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ქვანახშირთან დაკავშირებით, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეს არის ისეთი პროდუქცია, რომელზეც საერთაშორისო ფასი დგინდება.

"აქ ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ ის მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ ფასზე გავლენა მოახდინოს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ნანახია: 2088-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის პირადად იცნობს და მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი
თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში პარკეტის ახალი საწარმო ამუშავდა, რომელიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიან იამ დროისათვის საკუთარ კაბინეტში იმყოფება და მერის საქმიანობას განაგრძობს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ქალაქის მერი კვლავ დიმიტრი
დიმიტრი მხეიძეს ქუთაისის 48-ე ოლქის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენციას აკაკი ბობოხიძეს უწევს.

ამინდი