როგორ ეხმარებიან მრავალშვილიან დედებს ქუთაისში?

სამ მარტს დედათა დღე აღინიშნება. უკვე მეორე წელია, რაც ქუთაისის მერია მრავალშვილიან დედებს დედის დღესთან დაკავშირებით 300–ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს. 300–ლარიანი საჩუქარი იმ ქალბატონებს ეხებათ, რომელთაც 7–ზე მეტი შვილი ჰყავთ.
მრავალშვილიანი დედების დასახმარებლად ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პროგრამა მოქმედებს. მაგალითად, იმ დედებს, რომელთაც 4 ან მეტი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად თითო ბავშვზე 30 ლარი ერიცხებათ.
რაც შეეხება მშობიარე ქალებს, მათ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, მერია 1000 ლარს ურიცხავს, მე-5 ბავშვზე თანხა -1 100 ლარს შეადგენს, მე 6-ზე- 1 200 ლარს და ა.შ.
იმ დედებს, რომელთაც 5 შვილი ჰყავთ, წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად 500 ლარი ერიცხებათ. 6,7,8 შვილზე კი-700 ლარი. ხოლო 9 და მეტ შვილიან დედას ყოველწლიურად 1 000 ლარი გადაეცემა.
როგორც ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, ზემოთაღნიშნული პროგრამები ერთწლიანია და პროგრამაში მოსახვედრად ყოველ წელს საბუთების განახლებაა საჭირო. მრავალშვილიანმა დედებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ საჭირო საბუთები, რათა ახალი წლის მანძილზე კვლავ დაერიცხოთ შესაბამისი თანხები.
მარუსა ხურციძე