Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

17-დღიანი გაფიცვის შემდეგ მეშახტეებმა მუშაობა განაახლეს

თარიღი : 1-03-2016, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის მაღაროში დასაქმებულმა 1000-ზე მეტმა მეშახტემ, 17- დღიანი პროტესტი შეწყვიტა და სამუშაოს დაუბრუნდა.

მეშახტეებს ადმინისტრაციამ 5-დან 10%-მდე ხელფასების და სამუშაო პირობების გაზრდა შესთავაზა. გაფიცულები აცხადებდნენ, რომ თავდაპირველად, ეს მოთხოვნები მათ აკმაყოფილებთ, თუმცა შემდეგ, ხელფასების ეტაპობრივი ზრდა უნდა განხორციელდეს.

"17 დღე გაფიცულები ვიყავით. ჩვენი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით გაზრდა იყო, თუმცა ამ ეტაზპე, ამ წინადადებაზეც თანახმა ვართ. შევალთ, დავაკვირდებით და თუ რაიმე ისეთს შევამჩნევთ, გაფიცვა ყოველთვის შეიძლება," -აცხადებს აქციის მონაწილე მეშახტე, ლევან ბეშკენაძე.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიშვილი კი ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გარდა, საკანონმდებლო დონეზე ტყიბულში მცხოვრები მამაკაცებისთვის საპენსიო ზღვარის 65-წლიდან 55-მდე შემცირებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში უკვე აქტიურად საუბრობს.


ნანახია: 1947-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - ის მოთხოვნებია, რომელთა შესრულების შემდეგაც, დანარჩენი მუშები სამუშაოს
ჭიათურ-მარგანეზის ადმინისტრაციის შენობასთან გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვ
გაფიცულები topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ
შეგახსენებთ, რომ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ტყიბულში მეშახტეები ორი კვირაა გაფიცულები არიან.
ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ის მოთხოვნებია, რომელთა გამო კომპანიის 70-მდე თანამშრომელმა სამუშაოს
ბაგა-ბაღების თანამშრომელთა გაფიცვას ქალაქის მერიაში მოგვიანებით განცხადებით უპასუხებენ.

ამინდი