3 მარტს ხარაგაულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

3 მარტს, ხარაგაულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. მოსახლეობას უფასოდ მოემსახურებიან კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები და ქირურგი-გასტროენტეროლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს გადაუღებენ ელექტრო კარდიოგრამას და ექოკარდიოგრამას; გაისინჯება შაქრის ანალიზი სისხლში.
ხარაგაულის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას არაინვაზიური კარდიოლოგიის ცენტრი „სისტოლა“ და შპს „კარდიოექსპრესი“-ს ექიმთა 13-კაციანი ჯგუფი გაუწევს. კერძოდ, მოსახლეობას კარდიოლოგები: თამაზ ორაგველიძე, კონსტანტინე ზარქუა, ნათია ლიპარტელიანი, ნიკა მკალავიშვილი, ნათია ზაბახიძე, თინათინ დარბაიძე, მათა გუჯაბიძე, სოფიო წიქარიშვილი და თამთა ფიფია, ხოლო ენდოკრინოლოგები: მაია ჩიქობავა, მანანა ბაციაშვილი მოემსახურებიან. უფასო სამედიცინო აქციაში გასტროენტეროლოგ-ქირურგი ლაშა სილოგავაც ჩაერთვება. ექიმთა ჯგუფს ექიმი-კარდიოლოგი პაატა ქავთარია ხელმძღვანელობს.
პაციენტთა მიღება ბორის სკოლა-პანსიონში (ყოფილი კიცხის სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე) 11.30 -დან 17 სთ-მდე მოხდება. ხარაგაულის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება მიკროავტობუსი. მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ გამგეობის შენობასთან და ისარგებლოთ ტრანსპორტით. გასვლა მოხდება დღეში ორჯერ 12სთ-სა და 14სთ-ზე.