Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მშვიდობის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მოსახლეობა ქუთაისის მერიის დახმარებას ითხოვს

თარიღი : 1-03-2016, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში უამრავი კორპუსია, რომელსაც სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს. მათ შორისაა მშვიდობის ქუჩა #2-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის მცხოვრებლებიც მძიმე მდგომარეობას უჩივიან.

კორპუსისთვის მნიშვნელოვან პრობლემას მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს. გაყვანილობის არარსებობის გამო, მოსახლეობამ საკუთარი სახსრებითა და ინიციატივით საკანალიზაციო მილები კორპუსის გარე ფასადზე. მიამაგრა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მიიღეს დაპირება, რომ პრობლემის დაფარვის მიზნით, ფასადს შემინავდნენ. მოსახლეობა იმასაც ამბობს, ცუდი ამინდის პირობებში მილები ხშირად ზიანდება, რაც მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ამსათანავე, ''იჭედება'' საკანალიზაციო ჭა და მიმდებარე ტერიტორია ხშირად ბინძურდება.

''საკანალიზაციო სისტემა ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდშია საშინელი ანტისანიტარია. მერიისაგან ვითხოვთ დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაში. გარდა ამისა, შეასრულოს უკვე მოცემული დაპირება კორპუსის კეთილმოწყობის შესახებ. სადარბაზოებს არ აქვს კარი, ხშირად მოდიან უპატრონო ძაღლები და ვრეკავთ თავშესაფარში მათ გადასაყვანად,"- აცხადებს მშვიდობის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მკვიდრი ია ჯიაძე.

მშვიდობის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის პრობლემა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემითა და სადარბაზოებით არ სრულდება. კორპუსს სახურავიც მძიმე მდგომარეობაში აქვს. ადგილობრივების განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში მათ ტოლი გადაეცათ, რომლითაც თავად უნდა გადაეხურათ კორპუსი. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან იყო მუქარა, რომ თუ ტოლი სამი თვის ვადაში არ გაკეთდებოდა, უკანვე წაიღებდნენ.

''მთელი ბინის მოთხოვნაა მერია დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაში. ხალხს არ აქვს საშუალება საკუთარი სახსრებით გადახუროს კორპუსი,''- ამბობს მზია სიუკაევი.

კორპუსს, სადაც უამრავი ბავშვი ცხოვრობს, არ აქვს სათანადაო ინფრასტრუქტურის მქონე მოედანი. აქვთ ტერიტორია, რომელსაც წლების წინ სათამაშო მოედნის ფუნქცია ჰქონდა, ამჟამად კი ადგილობრივები მას პარკინგისთვის იყენებენ. მოედანზე, რომელიც ორი საცხოვრებელი კორპუსის საკუთრებაა, წვიმის დროს თამაში შეუძლებელია. ბავშვების თქმით, მათ მეზობელი კორპუსის მოედანზე უწევთ გადასვლა, სადაც ადგილი ყოველთვის დაკავებულია, რაც მათივე განცხადებით, ხშირი უთანხმოების მიზეზი ხდება.

უბნის მცხოვრებლების თქმით, ხშირი იყო დაპირება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, რომ ტერიტორიაზე სათანადო ინფრასტრუქტურის მქონე მოედანი გაკეთდებოდა, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. მოსახლეობას ოფიციალური წერილით ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მეტად აღარ მიუმართავს, რადგან თვლიან, რომ წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, მორიგი თხოვნაც უშედეგოდ დასრულდება.

ქუთაისის მერიაში მშვიდობის #2-ში მდებარე კორპუსის პრობლემებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უნდა მიმართოს. მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მოედნის მოწყობა ყველა საცხოვრებელ კორპუსთან შეუძლებელია. რაც შეეხება კანალიზაციის პრობლემას, აღნიშნულზე აცხადებენ, რომ კანალიზაციის საკითხის მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2583-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კორპუსისთვის პრობლემას კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა წარმოადგენს.
დაახლოებით ერთი თვეა მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ქუთაისში, გუგუნავას 12 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრები 10 ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის N46-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობამ ქუთაისის საკრებულოს 'ნაციონალ' დეპუტატ გია უკლებასთან