Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი შეთანხმებით დასრულდა

თარიღი : 1-03-2016, 00:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში მეშახტეთა საპროტესტო აქცია შეთანხმებით დასრულდა. მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია და "საქნახშირ ჯი აი ჯი"-ს ფინანსური დირექტორი ზურა გელენიძე მონაწილეობდნენ, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეთანხმების მიხედვით, ადმინისტრაცია მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 1 025 მეშახტეს ხელფასებს 5%-დან 10%-მდე გაუზრდის, ხოლო გაფიცვის განმავლობაში გაცდენილი 15 დღიდან მეშახტეებს 8 დღე აუნაზღაურდებათ. მეშახტეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით ზრდა იყო, თუმცა ამ ეტაპზე გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.


ნანახია: 2103-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულში მე-10 დღეა მეშახტეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ტყიბულში, გაფიცული მეშახტეების მიერ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო
მეშახტეებს არ აკმაოფილებთ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ის განცხადება, რომლის თანახმად, მინდელის სახელობის შახტის დირექტორი მზად
15 დღეა ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა მიმდინარეობს.
მეშახტეებს ადმინისტრაციამ 5-დან 10%-მდე ხელფასების და სამუშაო პირობების გაზრდა შესთავაზა. გაფიცულები აცხადებდნენ, რომ

ამინდი