Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაერო-ს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

თარიღი : 29-02-2016, 16:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაერო-ში 2016 წლის 1-ელ მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

საგარეო უწყების ცნობით, ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია "საქართველო", "Georgia".

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება.

ipn.ge


ნანახია: 2353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი გვირილობის დღესასწაულისთვის ემზადება. 2 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ღვინის ქვევრის ძეგლის გახსნაა, რომლის
ბიზნეს-ფორუმზე ლატვიის წარმომადგენლები ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის
"ღვინის დღესთან" დაკავშირებით გაიშლება კარვები, რომელიც გაფორმდება ვაზის და ღვინის ამსახველი ფოტოებით. მოეწყობა და აუქციონები,
ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების

ამინდი