Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსახლეობა შუქის გაზრდილ გადასახადს უჩივის

თარიღი : 29-02-2016, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო რამდენიმე თვეა ქუთაისში მაცხოვრებლები ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს უჩივიან. მოსახლეობის მტკიცებით, სადღესასწაულო დღეებში, როდესაც ელექტროენერგიას ჭარბად მოიხმარდნენ, გადასახადი უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე იმ დროს, როდესაც ელექტრონერგიის მოხმარებაზე დიდი დატვირთვა არ იყო. მოსახლეობის ნაწილი გადასახადის შეუსაბამობის გამო შექმნილ სიტუაციას გაუგებარს უწეოდებს და განმარტებას ელოდება.

„შუაგულ ზამთარში, როცა ახალი წლის დღეები იყო, 80 ლარი მოგვივიდა, როცა ელექტროენერგიას ბევრს მოვიხმარდით, გამათბობელსაც სისტემატიურად ვრთავდით. ბოლო ორი თვეა კარგი ამინდების გამო ნაკლებად მოვიხმართ გამათბობელს, მაგრამ ამ თვეში წინაზე უფრო მეტი-160 ლარი მოგვივიდა გადასახადი,"-განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ენი მაკალათიამ.

ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს უჩივის ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა ხათუნა ქარსელაძე. ქარსელაძე ამბობს, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიუხედავად, მაღალი გადასახადის გადახდა უწევს.

არსებული პრობლემის გათვალისწინებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზრდილი გადასახადის მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფების ზრდაა, თუმცა „ენერგო პრო ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეონა გეგუჩაძე აცხადებს, რომ გასული წლის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაზრდილა.

"სისტემის მიხედვით, ყოველი თვის გადასახადი იმ თვეში მოხმარებული ენერგიის პროპორციული ვერ იქნება, რადგან ყოველი თვის გადასახადი არა იმ თვეში, არამედ შემდეგ თვეში მისდის აბონენტს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, აბონენტს დეკემბერის გადასახადი- იანვარში,იანვრის გადასახადი-თებერვალში და ა.შ მიდის. როგორც წესი, იანვრის თვეში ელექტროენერგიის ხარჯი იზრდება სადღესასწაულო დღეების, მეტეოროლოგიური პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. იგივე მოხდა წელსაც. აბონენტთა ნაწილი გასცდა 300 კვტ/სთ-ს და მათ ელექტროენერგიის საფასური დაერიცხათ მესამე საფეხურის ტარიფით, რომელიც ამჟამად 21.45 თეთრია," -აცხადებს თეონა გეგუჩაძე.

გაზრდილი გადასახადის მიზეზს კომპანიაში ტექნიკურ პრობლემაშიც ხედავენ, რაც მრიცხველის გაუმართაობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამის ზომებს მიმართოს.

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება თავისი მრიცხველის გამართულობაში, შეუძლია განცხადებით მიმართოს ენერგოკომპანიას და ჩვენი წარმოადგენლები უმოკლეს ვადებში მისივე თანდასწრებით შეუმოწმებენ აღრიცხვის კვანძს," - აცხადებს გეგუჩაძე.

სადღესასწაულო დღეების თუ ტექნიკური გაუმართაობის წყალობით, ეს გასარკვევია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ქუთაისელები გაზრდილ კომუნალურ გადასახადებსა და არსებული კრიზისის ფონზე, ჯიბის სისქის შემცირებას მწვავედ განიცდიან.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 1947-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის, ქარისა და წყალმოვარდნების გამო ავარიულად იყო გათიშული რვა ფიდერი.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გოგი წულაიას განცხადება არის ტყუილი.
ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა ელეტროენერგიის ხშირ გათიშვას უჩივის.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 950 აბონენტს შეუწყდება.
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამინდი