Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში გაფიცული მეშახტეების მხარდასაჭერად ბანკში ანგარიში გაიხსნა

თარიღი : 29-02-2016, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ტყიბულში გაფიცული მეშახტეების მხარდაჭერის მიზნით, საზოგადოებრივი საგაფიცვო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

"15 დღეა ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა მიმდინარეობს. მეშახტეთა მოთხოვნების საპასუხოდ, საწარმოს შეთავაზებები ამ დრომდე მინიმალურია. შესაბამისად, მეშახტეები საწარმოს წინადადებაზე უარს ამბობენ და გაფიცვას აგრძელებენ.

კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვის მონაწილეები გაფიცვის პერიოდში ხელფასს არ იღებენ, რაც მძიმე ტვირთია გაფიცულებისა და მათი ოჯახებისთვის. ასევე, არ არსებობს წინასწარი საგაფიცვო ფონდები, რაც ხელს უშლის მეშახტეთა პროტესტის ორგანიზებას.

გაფიცვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეშახტეთა მხარდაჭერა, მათ შორის, გაფიცვისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება. ეს თანხა გაფიცვის უკეთ ორგანიზების გარდა, მოხმარდება განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულების ოჯახების ფინანსურ დახმარებას.

ვისაც სურვილი აქვს ტყიბულელი მეშახტეების მხარდაჭერა ფინანსური დახმარებით გამოხატოს, შეგიძლიათ სასურველი თანხა მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოთ:
მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
ლარის ანგარიში: GE26BG0000000942259700 (GEL)
დოლარის ანგარიში: GE52BG0000000344235802 (USD)
მიმღები: ვლადიმერ ჯღარკავა.
ანგარიში ეკუთვნის საგაფიცვო კომიტეტის წევრს. ჩარიცხულ თანხას სრულად განკარგავს საგაფიცვო კომიტეტი,"-ნათქვამია განცხადებაში.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" იმასაც აცხადებენ, რომ საგაფიცვო კომიტეტი პოლიტიკური პარტიებისგან დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების 40%-ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


ნანახია: 1548-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაფიცულები ასევე ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის უშუალო ჩართვას პროცესებში.
როგორც მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ სააგენტო topnews.com.ge--სთან საუბარში განაცხადა, 'საქნახშირ ჯი აი
მიმართვაში ნათქვამია, რომ 28 თებერვალს, 14:00 საათზე, ტყიბულის გამგეობის წინ, მეშახტეები საპროტესტო აქციას გააგრძელებენ და
ლაპარაკებების პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამინდი