ეკა ბესელია - ტყიბულში პროცესები კონსენსუსისკენ მიდის

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ტყიბულში ჩასვლას და გაფიცულ მეშახტეებთან შეხვედრას გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფრაქცია "ქართული ოცნების" და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ტყიბულში განვითარებულ პროცესებს.
"პრემიერმა თქვა, რომ ბიზნესომბუდსმენი აპირებს ჩავიდეს და შეხვდეს მათ და კონკრეტული წინადადებები განიხილონ. მე ვფიქრობ, არის პოზიტიური ეტაპი ამ პროცესში", - განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ტყიბულში პროცესები ახლა კონსენსუსისკენ მიდის.