Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სად და როგორ შეგვიძლია გავერთოთ ქუთაისში?

თარიღი : 28-02-2016, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სად შეიძლება გავატაროთ თავისუფალი შაბათ-კვირას ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად და როგორ ხარჯავენ თავისუფალ დროს საღამოობით ქუთაისელი ახალგაზრდები? ეს კითხვა ქალაქში, რომელსაც ქუთაისი ჰქვია, აქტუალურია. ხშირად დავაც არის შესახებ, რომ ქუთაისს „ძინავს“ და ამ ქალაქში გართობის საშუალება არ არის. რამდენად შეესაბამება ეს მითი რელობას, ამის გარკვევას Topnews.com.ge შეეცადა.

ქუთაისში ამ დროისთვის ათეულობით კაფე-ბარი ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებითაც. პირველს ადგილს ის დაწესებულებები იკავებენ, რომლებიც ქუთაისელებს ტრადიციულ კერძებს სთავაზობენ. ქალაქში ყველაზე მრავლად ე.წ. სახინკლეები მოგვეპოვება, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თავს ნებისმიერი ასაკის ადამიანი იყრის.

მეორე ადგილს ქუთაისში არსებული ის კაფე-ბარები იკავებენ, სადაც ნებისმიერ მსურველს ცოცხალი მუსიკის მოსმენა და განტვირთვა შეუძლია. „Palaty”, „Art café blues”, “ალმანო“ „თეთრი ქვები“, “Aura”,”Vertigo” კვირაში რამდენიმე დღეს ცოცხალ მუსიკას გვთავაზობენ. აღნიშნულ კაფეებში ცოცხალი მუსიკა საღამოს საათებში სრულდება, ამიტომ აქ განტვირთვა ნებისმიერ ადამიანს სამუშაო დღის ბოლოს შეუძლია. მათი უმრავლესობა შუაღამემდე მუშაობს და ქუთაისელებსაც დატვირთული დღის შემდეგ ხანგრძლივი დასვენებისა და გართობის საშუალება ეძლევათ.

კაფეებზე არა, მაგრამ ახალგაზრდები ხშირად წუწუნებენ იმაზე, რომ ქალაქს კინოთეტრი არ აქვს, მაგრამ ალბათ, ცოტა მათგანმა თუ იცის ქალაქის ცენტრში არსებული კინოთეატრის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. კინო „ბრაზერსი“ ქუთაისელებს შუადღით საბავშვო სეანსებს, საღამოობით კი ნებისმიერი მსურველისთვის ჩვენებებს შეღავათიან ფასად აწყობს, ხოლო სტუდენტებს სასურველი ფილმის ნახვას ფასდაკლებით სთავაზობს.

მშობლებისა და მათი შვილებისათვის კომპლექსური დასვენების ადგილს წარმოადგენს “Happy candy club”, სადაც დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე ბავშვებს მათთვის განკუთვნილ გასართობ ატრაქციონებზე, მშობლებს კი იქვე არსებულ ლაუნჯ ბარ „ბამბო“-ში მხიარულებისა და განტვირთვის საშუალება ეძლევათ.

ბავშვებს, მშობლებს, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს-განსხვავებული ასაკის წარმომადგენლებს ქუთაისში ერთი ადგილი უყრის თავს, ეს ადგილი კი საბილიარდო არის. ქუთაისში მაცხოვრებლებს რომ აზარტი იზიდავთ, ამას საბილიარდოს სტუმართა სტატისტიკაც მოწმობს-დღეში საშუალოდ 60 ადამიანი. სტუმრების უმრავლესობას სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ.

საბილიარდოს არ ჩამორჩება ქუთაისის სპორტის სასახლე, სადაც განსაკუთრებით პოპულარობითა და გულშემატკივართა სიმრავლით ის თამაშები გამოირჩევა, რომელიც სპორტის ერთ-ერთ სახეობას-კალათბურთს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, ჩვენს თანაქალაქელებს სპორტზე არანაკლებად ხელოვნება იზიდავს, ამიტომ ყველაზე პოპულარული თეატრში გამართული პრემიერებია, რომელთა უმრავლესობა საღამოს საათებშია ჩანიშნული.

ერთი შეხედვით წყნარ და ქვეყნის სიდიდით მეორე სტატუსდაკარგულ ქალაქში გასართობი არც თუ ისე ცოტაა. შესაბამისად, თავისი ინტერესების გათვალისწინებით, ერთობა ყველა და მაინც მარადიულ პრეტენზიად რჩება: ქუთაისში ვერ გაერთობი.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 4508-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დედაქალაქისგან განსხვავებით, ქუთაისში სტუდენტებისთვის განტვირთვისთვის საჭირო არცთუ ისე ბევრი დაწესებულებაა, თუმცა რასაც ქალაქი
ქალაქში არსებული 3D კინოთეატრის მეპატრონე პრობლემებზე საუბრობს.
„ლაუნჯ–ბარ ვერტიგო“-ში აცხადებენ, რომ ის ქუთაისში პირველი ბარია, რომელშიც ახალგაზრდებს კლუბური მუსიკის მოსმენა და გართობა
კინოთეატრის ხელმძღვანელი ლევან ჭავჭანიძე ამბობს, რომ დაწესებულების გასასხსნელად გაწეული ხარეჯბის დასაფარად პირადი ქონების
Topnews.com.ge კაფე–ბარების მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა.

ამინდი