'დამიბრუნე ჩემი სიყვარული'-ს მთავარი გმირი საქართველოში ჩამოდის
თარიღი : 28-02-2016, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წლის 9 მარტს, საქართველოში სპეციალური ვიზიტით უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ჩამოდის. სტანისლავ ბონდარენკო ქართველმა მაყურებელმა სერიალიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ გაიცნო. მსახიობის საქართველოში ჩამოსვლა საქველმოქმედო ღონისძიებას უკავშირდება. საღამო 10 მარტს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლით „მე, ბებიკო ილიკო და ილარიონი" გაიმართება, სადაც მსახიობი ზურიკელას როლს მოირგებს. იმავე დღეს, კაფე floor 8-ში საქველმოქმედო ვახშამი შედგება. ვახშამზე მოხვედრის ღირებულება 100 ლარს შეადგენს, ხოლო სპექტაკლზე დასასწრებად ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება.

მირიან გოგებაშვილი

მირიან გოგებაშვილი