Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ახალ მიმართვას ავრცელებენ

თარიღი : 28-02-2016, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ახალ მიმართვას ავრცელებენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ 28 თებერვალს, 14:00 საათზე, ტყიბულის გამგეობის წინ, მეშახტეები საპროტესტო აქციას გააგრძელებენ და თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. მეშახტეების მიმართვაში ისიც არის ნათქვამი, რომ გაფიცულები მადლობას უხდიან ყველა იმ ჯგუფს თუ ადამიანს, ვინც მათ მიმართმხარდაჭერას გამოხატავდა და აგრძელებენ ბრძოლას მათი უფლებებისთვის. რაც შეეხება მიმართვის სხვა ნაწილს, topnews.com.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ტყიბულის გაფიცვის მონაწილეებს გვსურს საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს მიმდინარე მოვლენების, გაფიცვის მოტივების, მოთხოვნებისა და საწარმოს მიერ წამოყენებულ პირობებზე უარის თქმის მიზეზები.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ გაფიცვის სიმწვავის, სირთულის და გაფიცულთა რაოდენობის მიუხედავად, საწარმო სათანადოდ არ აღიარებს გაფიცულთა მოთხოვნების სერიოზულობას და სამართლიანობას. საწარმო, უკანასკნელი დღეების მანძილზე, გვეუბნებოდა რომ ის საერთოდ ვერ დააკმაყოფილებდა გაფიცულთა მოთხოვნას ხელფასის გაზრდის თაობაზე.

გაფიცვის მე-12 დღეს, გაფიცვის მონაწილეებმა გაფრთხილების მიზნით დაიკავა საწარმოს ადმინისტრაციული შენობა, რაც გამოიწვია საწარმოს მიერ დასაქმებულთა პირობების დაკმაყოფილებაზე სრულიად მიუღებელმა და დაუსაბუთებელმა უარმა და სახელმწიფოს არაეფექტურმა ჩარევამ. ამის შემდეგ, დამსაქმებელმა შეარბილა მისი პრინციპული პოზიცია და მეშახტეებს დაგვპირდა ხელფასის მხოლოდ 5%-იან ზრდას, ისიც გაფიცვის შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ. დღეს, საწარმომ, პირობა შეცვალა და ხელფასის 5%-იანი ზრდა, გაფიცვის დასრულებისთანავე შემოგვთავაზა.

ამ შეთავაზებას გაფიცულები არ დაეთანხმნენ ერთსულოვნად, ვინაიდან ის ახლოსაც არაა დასაქმებულების მოთხოვნასთან ხელფასის 40%-იან ზრდაზე. მით უმეტეს, 2011 წელს, გაფიცვის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საწარმოს აქვს აღებული ვალდებულება ხელფასების ყოველწლიური ინდექსირებისა და შრომის უსაფრთხების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია.

შესაბამისად, გაფიცვა გრძელდება შემდეგი მოთხოვნებით:

შრომის ანაზღაურების 40%-იანი ზრდა;
შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება;
გარანტია გაფიცულებისთვის, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებაზე," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1954-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაფიცულები ასევე ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის უშუალო ჩართვას პროცესებში.
15 დღეა ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა მიმდინარეობს.
გაფიცულები topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ
ლაპარაკებების პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ.

ამინდი