Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში სანატორიუმი „ცისკარი“ იყიდება

თარიღი : 27-02-2016, 20:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი "ცისკარი" ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით გასაყიდად გამოიტანა.

სანატორიუმი "ცისკარის" საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.

"აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა", - აცხადებენ უწყებაში.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველები შემდეგ ბმულს უნდა ეწვიონ: https://www.eauction.ge/Home/EntityView/278951

სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ყოფილი სანატორიუმი გაყიდა. სანატორიუმი "მეშახტის" ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი "ივერიის" ტერიტორიაზე ინვესტორები 6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 80-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და 260 სასტუმრო ნომერს მიიღებს.


ნანახია: 2902-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის
'ქეი ბი ფი თბილისმა' სანატორიუმი 'მეშახტე' 2015 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

ამინდი