'გირჩი' 'სპეციალური სერვისების' მუშაობას იწუნებს
თარიღი : 27-02-2016, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები

"გირჩი"-ს ქუთაისის ოფისი მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდის შედეგად ამოღებული ნარჩენების მდინარის ტერიტორიაზე დატოვებას აპროტესტებს. როგორც "გირჩში" აცხადებენ, ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც პრობლემა მოუგვარებელია და ნარჩენები ისევ მდინარის ნაპირზეა განთავსებული.
"ერთი თვის წინ "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მდინარე ოღასყურას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოებისას ამოღებული ნარჩენები იქვე ადგილზე იყო დატოვებული. ამ განცხადებას სწრაფად უპასუხეს "ქუთსერვის ჯგუფი"-დან და პრობლემის გაპოლიტიკურებაში "დაგვდეს ბრალი". ასევე აღნიშნეს, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე მოაგვარებდნენ პრობლემას.
ერთი თვეა მას შემდეგ გასული და პრობლემა მოუგვარებელია, ნარჩენები ისევ მდინარის ნაპირზევეა განთავსებული, რაც ნარჩენების ხელახლა მდინარის კალაპოტში მოხვედრის რეალურ პერსპექტივას წარმოქმნის. ასევე, ქმნის ანტისანიტარულ კერებს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ავტოქარხნის მცხოვრები, უმეტესად კი ბავშვები.
ჩვენის მხრივ მივესალმებით ოღასყურის კალაპოტის გაწმენდის ინიციატივას, რაც 13 ივნისის მოვლენების შემდეგ უფრო აქტუალური გახდა და გამოვთქვამთ სურვილს სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრა,"- აცხადებს "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის წევრი ვალერი თევდორაძე.
ქუთაისის დამსუფთავებელ ფირმაში, ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა მდინარიდან ამოღებული საყოფაცხვორებო ნარჩენი მაშინვე გაიტანეს.

"რაც შეეხება შლამს, ის უნდა გაშრეს, რომ შემდეგ მძიმე ტექნიკის საშუალებით მდინარის ნაპირზე გაიშალოს," - აცხადებს ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე.