Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით'-ამბერკი დვალიშვილი

თარიღი : 27-02-2016, 14:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას სახელწოდებით-,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა. რუბრიკის მორიგი სტუმარი ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილია.

ბიზნესმენის მფლობელობაში არსებულმა შპს ,,აია“-მ ფუნქციონირება 1989 წლიდან დაიწყო, ამბერკი დვალიშვილი კი ოჯახურ ბიზნესში 1992 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაერთო. 1996 წლიდან აწარმოებს ღვინოსა და სპირტიან სასმელებს. შპს ,,აია“ თანდათან გაფართოვდა და სხვადასხვა კომპანია დაემატა, რომლებიც ბაზარზე თავისივე სახელობის ბრენდ პროდუქციებს უშვებენ. კომპანია მოსახლეობისათვის სიახლეების შეთავაზებას 2016 წელშიც გეგმავს. კერძოდ, ბაზარზე შემოვა და ექსპლუატაციაში ჩაეშვება ,,ღვინის ბრენდი დვალიშვილი“ და ,,ლუდსახარში დვალიშვილი“.

მერიის მიერ გამოცხადებულ პროექტში-,,წლის ბიზნესი 2015“ კომპანია ,,აია“ 12 გამარჯვებულს შორის მოხვდა და ნომინაცია ,,წლის ინვესტორი“-ს მფლობელი გახდა. ასევე,ბიზნესმენი მის ერთ-ერთ მიღწევად იმასაც თვლის,რომ 2012 წელს,არჩევნებში გამარჯვებული გუნდის წევრი იყო. მისივე თქმით, არ აპირებს თანამდებობებისთვის ბრძოლას,თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მიესალმება და ამ განვითარების მონაწილეც გახდება,თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

ოჯახური ბიზნესის ხელმძღვანელი ამბერკი დვალიშვილი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ოცნებობდა. ამჟამად ცდილობს ეს დანაკლისი შეივსოს-ხატავს ბავშვობიდან და ხატავს სულ, როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდება. აქვს საკუთარი სახელოსნო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ხატვა განტვირთის მიზნით სამუშაო კაბინეტშიც შეუძლია.

მხატვრობით გატაცების გარდა, ამბერკი დვალიშვილი კოლექციონერია. აქვს დისკების, მანქანებისა და სურათების კოლექცია.

,,ბავშვობიდან გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით. პირველი პოსტერი 1982 წელს მაჩუქეს და მას შემდეგ ვაგროვებ. მთავარია სურათი იყოს ლამაზი,“-განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში ამბერკი დვალიშვილმა.

ამბერკი დვალიშვილის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას, topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო - 1988 წელს ქალაქ ვიაზმაში გაგვაგზავნეს უნივერსიტეტიდან ,,შრომითი სემესტრით“ და ორი თვე ვმუშაობდი ფერმის მშენებლობაზე.

პირველი ხელფასი იყო 300 მანეთი
, რომელიც ორ თვეში გამოვიმუშავე მშენებლობაზე და მახსოვს, რომ ამ თანხით ოჯახის წევრებს წამოვუღე საჩუქრები.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი.

სამსახურში მივდივარ - უკვე კარგა ხანია აღარ მაქვს დადგენილი გრაფიკი. ამ ბოლო დროს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არაპროგნოზირებადია როდის ვიწყებ ან ვამთავრებ საქმეს.
სამსახურში დღეს ვიწყებ საქმეების მოგვარებით, მაგრამ ხშირად რეჟიმი იმდენად დაძაბულია, შეიძლება სერიოზული საქმის კეთება შევაჩერო და რამდენიმეწუთიანი განტვირთვა მოვუწყო თავს, თუნდაც ხატვით.

როცა პენსიაზე ვიქნები - შვილს უკვე ვუთხარი, რომ 50 წლის ასაკში ჩემი ნებით გავდივარ პენსიაზე და მაშინ მივცემ თავს უფლებას დრო დავუთმო საკუთარ თავს-ვიყო ჩემს სამყაროში.

ყველაზე მეტად მეშინია ღმერთის და ახლობელი ადამიანების დაკარგვის.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა - საერთოდ არ მჩვევია ისეთი მიზნების დასახვა, რაც მიუწვდომელია. აქედან გამომდინარე, აქამდე თუ რაიმე დავისახე მიზნად, უკვე მივაღწიე.
კარიერის მისაღწევად საჭიროა შრომა და წესიერება-უნდა დასჯერდე მხოლოდ იმას, რაც შენია.

საყვარელი სადღეგრძელო- კარგი კაცის სადღეგრძელო, რადგან თუ არ გყავს ასეთი მეგობრები, გვერდით მდგომი ადამიანები, ვერ იცხოვრებ.

ინფორმაციას ვიღებ ტელევიზიით, პრესით და ინტერნეტით-ინტერნეტ სააგენტოებით.

ახლა ვკითხულობ -ამ ბოლო დროს დავუბრუნდი ქართველ მწერლებს-აქტიურად ვკითხულობ ჯავახიშვილის მოთხრობებს. თუმცა ბავშვობიდან მიყვარს ჰემინგუეი, როგორც პიროვნება, ისე მისი შემოქმედება და ამ შემოქმედებაზე გადაღებული ფილმებიც. უცხოეთში მგზავრობისას რომელიმე ქართულ წიგნთან ერთად აუცილებლადაა ჰემინგუეის ნაწარმოებებიც.
ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი - იტალია და განსაკუთრებით მიყვარს ქალაქი რომი. 1993 წლიდან დაიწყო ჩემი რომთან ურთიერთობა და მას შემდეგ ერთადერთი ქალაქია, რომელშიც ნებისმიერ დროსა და ამინდში შემიძლია ვიგრძნო თავი კომფორტულად. თუმცა, ხშირად ვარ ასევე სტამბულშიც.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ ოჯახში, ახლობელ ადამიანებთან.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა ავტორბოლა, განსაკუთრებით ,,ფორმულა 1“.

საყვარელი სპორტსმენი -ავტომრბოლელი ალენ პროსტი და ასევე, ძალიან მიყვარდა მარადონა. რაც ის აღარ თამაშობს, მას შემდეგ ფეხბურთს იშვიათად ვუყურებ.

საყვარელი ფეხბურთის გუნდი-მიუხედავად მარადონას სიყვარულისა, ვგულშემატკივრობ გერმანიის ნაკრებს.


ნანახია: 2845-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
„ბიზნესბლიცი“- ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომელიც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ topnews.com.ge-მ დაიწყო.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.

ამინდი