Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მაცხოვრებლებმა ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადეს

თარიღი : 27-02-2016, 13:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"სოლიდარობა ტყიბულელ მაღაროელებს"- ამ დევიზით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა.

ქუთაისში მაცხოვრებლებმა აქციით ტყიბულის მაღაროებში დასაქმებულთა გაუსაძლისი სამუშაო პირობები და მეშახტეების დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს.

"ეს არის არა საპროტესტო, არამედ სოლიდარობის აქცია, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით. 21-ე საუკუნეში არ შეიძლება დაკანონებული იყოს მონური მუშაობა,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აკაკი საღინაძემ.

ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობა ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემაც გამოუცხადა.

"ჩვენ სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. მათ სწორედ ახლა სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. ამ ადამიანებს უფლება აქვთ ჰქონდეთ კარგი სამუშაო პირობები,"-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 1 500-მდე ადამიანი გაფიცულია.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2756-ჯერ

მსგავსი სიახლეები
4 მეშახტის დაღუპვის წლისთავთან დაკავშირებით, ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას რუსთავის 'აზოტში', ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულები
შეგახსენებთ, რომ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ტყიბულში მეშახტეები ორი კვირაა გაფიცულები არიან.
აუცილებელია ხელისუფლებამ კანონმდებლობის დონეზე დასაქმებულის უფლებები და მათი შრომითი უსაფრთხოება დაიცვას.

ამინდი