ტყიბულში გაფიცული მეშახტეების მხარდასაჭერად ქუთაისელი ახალგაზრდები ჩავიდნენ
თარიღი : 26-02-2016, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში, "საქნახშირ ჯი აი ჯი"-ს გაფიცული მეშახტეების მხარდასაჭერად ქუთაისელი ახალგაზრდები ჩავიდნენ. ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა ახალგაზრდების ჯგუფმა მინდელისა და ძიძიგურის შახტაში დასაქმებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი თქმით, ადამიანები მონურ პირობებში არ უნდა მუშაობდნენ.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მეშახტეებს. ადამიანებს მუშაობისათვის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ," - აცხადებს "ახალგაზრდა სოციალისტები"-ს წარმომადგენელი თამარ ფონიავა.
შეგახსენებთ, რომ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ტყიბულში მეშახტეები ორი კვირაა გაფიცულები არიან.