ტყიბულელი მეშახტეები: ყველამ გაგვიხსენა იმერეთის გუბერნატორის გარდა
თარიღი : 26-02-2016, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ. მეშახტეების განცხადებით, გაფიცვის 14 დღის განმავლობაში ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სახალხო დამცველმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ტყიბულის გამგებელმა მოიკითხა. გაფიცულები განმარტავენ, რომ ერთადერთი, ვინც მათთან არ გამოჩენილა, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეა.
"კახა კოჟორიძე, უჩა ნანუაშვილი, ელისო ჩაფიძე, რობიზონ გვენეტაძე, ჩვენი მდგომარეობით ყველა დაინტერესდა. იმერტიოს გუბერნატორს კი არ გამოჩენილა. ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელია რეგიონში და რომელმაც ჩვენი პრობლემები პრემიერთან უნდა მიიტანოს, ჩვენი მდგომარეობით ერთხელაც არ დაინტერესებულა," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზაზა მანაგაძე.
მეშახტეების პრეტენზიებთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნია უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან და გარდა ამისა, კოორდინაციაშია მთავრობასთან და პარლამენტთან.
შეგახსენებთ, რომ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ტყიბულში მეშახტეები ორი კვირაა გაფიცულები არიან.