Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს ბეჭებში ჯოხი უნდა მოხვდეთ"

თარიღი : 26-02-2016, 14:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
,,ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს ბეჭებში ჯოხი უნდა მოხვდეთ, რათა გარეთ გამოვიდნენ და ქალაქის პრობლემებს გაეცნონ,''- აცხადებს "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. როგორც წულაია ამბობს, 3 -4 თვეა გადათხრილია ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები.

"აქედან გამომდინარე, პასუხს ვითხოვ შემდეგ კითხვებზე: იმ კომპანიებს, რომლებსაც სამუშაოების შესრულება ევალებათ, ქუთაისის მერი რატომ არ აძალებს პროექტის დათქმულ ვადაში ჩაბარებას და ვინ გადაიხდის გაჭიანურებული სამუშაოების დროს დაღვრილი წყლის ღირებულებას? ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, როდესაც სავაჭრო ობიექტებში გაყიდვების რაოდენობა შემცირებულია, გადათხრილი გზები ხელს უშლის მაღაზიებში მყიდველის თავისუფლად შესვლას. გარდა ამისა, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები აზიანებს მოსახლეობის ფსიქიკას. იმისათვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ქალაქის სიყვარული და მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო,''- აცხადებს წულაია.

მერიის პრესსამსახურში გოგი წულაიას ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს წყლის სარეაბილიტაციაო სამუშაოები. უპრეცენდენტოდ მაღალი თანხა იხარჯება ქუთაისში ამ მიმართულებით - 110 მილიონი ლარი. სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. მილების დატესტვის პროცესია, რის შემდეგაც მოხდება გზის რეაბილიტაცია.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ქალაქში სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები
პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ცენტრალურ ხლისულებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩის მოსახლეობამ ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები აქციით გააპროტესტა.
წულაიას განცხადებით, ქუთაისის ხელისუფლება კრიტიკაზე არ რეაგირებს და გადაწყვიტა მათ დასცინოს. ამის შესახებ წულაიამ ქუთაისში,
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას ქალაქში პარკირების საკითხის

ამინდი