Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელ ახალგაზრდებს სტრასბურგში სტაჟირების გავლის საშუალება ეძლევათ

თარიღი : 26-02-2016, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელ ახალგაზრდებს სტრასბურგში სასწავლო ვიზიტისა და სტაჟირების გავლის საშუალება ეძლევათ. ”ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო” დაინტერესებულ პირებს ორ ახალ პროექტს თავაზობს, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, ასევე სტრასბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

პირველი პროექტი სტრასბურგში 4 -დღიან სასწავლო ვიზიტს გულისხმობს. 17 მონაწილე CV -ის, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა, ხოლო დამატებით სამი მონაწილე გამოფენის- „რას ნიშნავს ევროპა ჩემთვის“ ფარგლებშიგამოვლინდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველები 18- დან 25 წლამდე ასაკის მოტივირებულ ახალგაზრდებს უნდა წარმოადგენდნენ ინგლისურის ან ფრანგულის საბაზისო ცოდნით. საბუთების მიღების ბოლო ვადა 6 მარტი არის.

„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-ს მეორე პროექტი სტრასბურგის მერიის საგარეო საქმეთა სამსახურში 9 თვიან სტაჟირებას გულისხმობს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18- დან 30 წლამდე ასაკის მოტივირებულ ახალგაზრდებს ფრანგული ენის საბაზისო ცოდნით. მონაცემების გაგზავნის ბოლო ვადა პირველი მარტი არის.

,,პროექტები ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობასა და ევროპულ ინსიტუტთან დაკავშირებით მათი ცოდნის ამაღლებას გულისხმობს. ახალგაზრდების დაბრუნების შემდეგ მათ თავად ექნებათ საშუალება ჩაატარონ დისკუსიები მათთვის საინტერესო თემებზე,''- აცხადებს „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო თვალთვაძე.

სტუდენტებისათვის განსაზღვრული პროექტები სტრასბურგისა და ქუთაისის მერიების თანამშრომლობით ხორციელდება. დაინტერესებულ პირებს მონაცემების გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე: Idageorgia@aldaintranet.org; davidmegrelishvili101@gmail.com.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია სტრასბურგში სასწავლო ვიზიტად მყოფ სტუდენტებს შეხვდა და მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.
გასაუბრება, რომელიც მიმდინარე წლის 19-20 ივნისს ინგლისურ ენაზე ქუთაისელ ახალგაზრდებთან გაიმართება, 30 მოტივირებული ახალგაზრდას
ტრენინგის თემას ქვეყნის კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი და დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა.
30-მდე წევრს რეისზე დაგვიანების გამო, სასტუმროს ხარჯების დასაფარი და ახალი ბილეთების საყიდელი თანხა ქუთაისიდან გადაურიცხეს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პროექტში ჩართვა სტუდენტებმა შესთავაზეს.

ამინდი