ტყიბულის მაჟორიტარი მიმართვას ავრცელებს

ტყიბულში, გაფიცული მეშახტეების მიერ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მიმართვას ავრცელებს.
" მოვუწოდებ ყველა მეშახტეს, ძვირფასო მეგობრებო, გაემიჯნეთ ძალადობას. დღეს, როდესაც პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით და შედეგიანად ვითარდებოდა, დაუშვებელია რაიმე ექსცესები, კერძო მფლობელობაში გადაცემულ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა. მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ ადმინისტრაციული შენობა და გააგრძელოთ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები," - აცხადებს ჩაფიძე.
ცნობისთვის, ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელფასების 40 %- ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ. მათი განცხადებით, ტყიბულში სავაჭრო ობიექტების და ბაზრობების მომხმარებლებმა იკლო. გაფიცული მეშახტეები კი მოთხოვნების შესრულებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.