რას თვლიან ქუთაისის მერიის სამსახურები 2015 წლის მთავარ მიღწევად?
თარიღი : 25-02-2016, 18:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახური ძირითად მიღწევად ქონების პრივატიზაციის 3 მილიონამდე გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ასეთი შედეგები ჯერ არ ყოფილა. მერი თვლის, რომ აღნიშნული ელექტრონული აუქციონის დამსახურებაა, რომელიც საჯაროა.
დღევანდელ შეხვედრაზე ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა თვითმმართველობის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წინაშე 2015 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები შეაჯამა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
მუნიციპალური ქონების რეგისტრაციისა და განკარგვიდან მიღებული შემოსავლების უპრეცენდენტოდ მაღალი მოცულობა;
მუნიციპალური ,,შპს“-ების მენეჯმენტის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე;
ქალაქში ჩატარებული სამეწარმეო აქტივობების კვლევის შედეგებზე და მეწარმეთა ბაზის შექმნაზე, რომელშიც 3200-ზე მეტი სუბიექტია უკვე შეტანილი;
საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე და იმ პროექტებზე, რომლებიც მათთან ერთად განხორციელდა ან მიმდინარეობს;
ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მარკეტინგულ ღონისძიებებზე ქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის.
პრეზენტაციის დასასრულს სამსახურის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა 2016 წელს დაგეგმილი ძირითადი პროექტები და ატივობები ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისა და უფრო ეფექტური გამოყენებისათვის.
დღესვე, 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა. მისი თქმით, გასულ წელს არქიტექტურის სამსახურმა მოსაკრებელი გაზარდა და შესაბამისად ბიუჯეტში წინა წლებთან შედარებით მეტი თანხა შევიდა. ასევე გაიზარდა საჯარიმო სანქციები. მოხდა 312- მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სულ 630 000კვ.მ. გარდა ამისა, სამსახურმა გასცა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, არქივის შენობის, ვენდის, სმარტისა და რამდენიმე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული ნებართვები.
სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქისათვის მთავარ პრობლემად გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები რჩება. ამ ეტაპზე, მათ გარე მოვაჭრეთათვის მხოლოდ შენიშვნის მიცემის უფლება აქვთ. პარლამენტში უკვე შევიდა პროექტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ სამსახურის ჯარიმის დაკისრების უფლება ეძლევა.
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მთავარ მიღწევად უკანონო მშენებლობების გამკაცრებულ კონტროლს ასახელებს.
,,ქალაქში დადის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, რომელიმე მშენებლობა თვითნებურად ხომ არაა დაწყებული. 2016 წლისათვის კი მათ დაგეგმილი აქვთ ახალი რეგულაციებისა და წესების შემუშავება,''-აცხადებს ქუთაისის მერი.
ნათია სვანიძე