Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

თარიღი : 25-02-2016, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში, საქართველოს ნაკრების ქუთაისელი წევრი ნინო ხუციბერიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია ვერცხლის მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა.

დიორში მან საკვალიფიკაციო ეტაპი 377 ქულით დაასრულა და ფინალურ ეტაპზე მეხუთე ადგილით შევიდა. ხუციბერიძემ ფინალშიც კარგად ისროლა და ფრანგ მატილდე ლამოლესთან ერთად ბოლომდე შემორჩა მარათონს. დასკვნით სერიაში ფრანგი ოდნავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 198.4 ქულით ჩემპიონიც გახდა, ხუციბერიძემ კი 193.7-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე ჩეხი დენისა ბეზდეჩა გავიდა 174.9 ქულით.


ნანახია: 2112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნინო ხუციბერიძე აღნიშნულ სპორტში 3 წელია ვარჯიშობს.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ბუენოს აირესში 2018 წლის 6-18 ოქტომბერს გაიმართება.

ამინდი