Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეწარმეთა ბიზნეს იდეების დაფინანსებაზე სახელმწიფო 20 მილიონს დახარჯავს

თარიღი : 25-02-2016, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
,,ბიზნესის ბრუნვის მხრივ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქს შორის უთანასწორობაა,“-აღნიშნულ განცხადებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროექტის -,,აწარმოე საქართველოში '' პრეზენტაციის ფარგლებში აკეთებს. პროგრამა მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ხორციელდება და ის რეგიონებში ხარისხიანი თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას ემსახურება.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. დაფინანსება როგორც ერთ მეწარმეზე, ისე მეწარმეთა ამხანაგობაზე შემდეგი სქემით გაიცემა: ერთი მეწარმე- 5 000 ლარი, ორი მეწარმის ამხანაგობა- 10 000 ლარი, ხოლო სამი მეწარმის ამხანაგობა 15 000 ლარს იღებს. პროექტში მეწარმის თანამონაწილეობა 20%-ს შეადგენს.

პროექტის მეორე ტური 15 თებერვლიდან დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ბიზნეს იდეა ონლაინ რეჟიმში, შემდეგ ვებ-გვერდზე უნდა წარადგინონ: www.qartuli.ge. ბიზნეს იდეა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი, არ უნდა იყოს საჯარო მოხელე, არ უნდა იყოს სააგენტოს თანამშრომელი, არ უნდა ჰქონდეს ვადაგადაცილებული დავალიანება სახელმწიფოს წინაშე და უნდა აცხადებდეს მზაობას დარეგისტრირდეს როგორც მეწარმე სუბიექტი.

,,იმერეთში პროექტის მიმართ ინტერესის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. შემოვიდა ძალიან ბევრი განცხადება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდეცია გაგრძელდება,''- აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია.

როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში განაცხადეს, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების შერჩევისას ყურადრება მიექცევა იმას, თუ რამდენად ასახავს პროექტი ბიზნესის განვითარების ხედვასა და გეგმას, არის თუ არა კონკურენტუნარიანი იდეა და რამდენად ორიენტირებულია ის შემოსავლის ზრდაზე.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2395-ჯერ

მსგავსი სიახლეები
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებგვერდის მეშვეობით
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში თათბირი ჩატარდა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა რეგიონში ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

ამინდი