ქუთაისში ავარიის შედეგად პატრულს ხელი მოტყდა

ქუთაისში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევა სასტუმრო "თბილისი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც topnews.com.ge-ს შემთხვევის თვითმხილველებმა განუცხადეს, ორივე ავტომანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მომხდარი დაადასტურეს შსს-ს პრესსამსახურშიც. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს ხელი აქვს დაზიანებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.