საქართველოში მამაკაცთა პატივისცემის, სოლიდარობისა და სიყვარულის დღის დაწესებას ითხოვენ

ქუთაისში არსებული ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული თაობა“ ქვეყანაში მამაკაცთა პატივისცემის, სოლიდარობისა და სიყვარულის დღედ ერთი დღის დაწესებას ითხოვს. აღნიშნული თხოვნით ორგანიზაცია ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.
Topnews.com.ge მიმართვის ტექტს ექსკლუზიურად გთავაზობთ:
„ბატონო პრეზიდენტო,
ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობა“ მოგმართავთ ინიციატივით, რომ საქართველოში ერთი დღე დამკვიდრდეს მამაკაცთა პატივისცემის, სოლიდარობისა და სიყვარულის დღედ.
გამომდინარე იქედან რომ ქალბატონებისათვის არსებობს 3 და 8 მარტი, მამაკაცებს უწევს ქალბატონებისათვის საჩუქრების გამზადება და მილოცვა. ასევე უწევთ 14 თებრვლისთვის (ვალენტინობა) და 15 აპრილისთვის (სიყვარულის დღე) ზრუნვა, დღესასწაულების მოწყობა დაგეგმვა და ა. შ. აქედან გამომდინარე, იკვეთება ძლიერი სქესის წარმომადგენლების მეტი აქტივობა.
ქალბატონებს არასოდეს არ აქვთ საშუალება, მამაკაცებს განსაკუთრებული დღე მიულოცონ, მოუწყონ დღესასწაული ან იპოვონ მიზეზი მილოცვის. ასევე, ვიფიქრეთ თუ რომელი დღე იქნებოდა მისაღები.
გაზაფხული დატვირთულია ქალთა დღესასწაულებით, ზაფხული დატვირთულია შვებულებებით, შემოდგომაზე იწყება შვებულებების შემდგომი აქტივობის პერიოდი და ბოლოს, შევჯერდით ზამთარზე. ზამთარში იანვარი დატვირთულია დღესასწაულებით, თებერვალში ვალენტინობაა, დეკემბერში შობა (კათოლიკური შობა. 25 დეკემბერი) და ბარბარობა ( მართლმადიდებლური. 17 დეკემბერი). გადავწყვიტეთ შეგვერჩია 17 დეკემბრამდე პერიოდი. 13 დეკემბრამდე მოვერიდეთ, რადგან კრიტიკოსები ჩათვლიდნენ, რომ ძველი სტილით კიდევ ნოემბერია. ამიტომ 14 დეკემბერი უფრო მისაღებ თარიღად მივიჩნიეთ, რადგან ძველი სტილით 1 დეკემბერია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი ინიციატივა, განიხილოთ და მიიღოთ სათანადო გადაწყვეტილება, რომ 14 დეკემბერი დაწესდეს მამაკაცთა პატივისცემის, სოლიდარობისა და სიყვარულის დღედ, ასევე გამოცხადდეს უქმე დღედ.
თანადგომისთვის წინასწარ გიხდით მადლობას!!!
პატივისცემით,
ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობა“
თავმჯდომარე: /ასმათ დვალიშვილი/.