'პარლამენტში მეტი ქალი ნიშნავს ხალხისთვის და ქვეყნისთვის უკეთეს მომავალს',-აქცია ქუთაისში
თარიღი : 25-02-2016, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ქალთა გააქტიურების მიზნით აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ ბაზარში გამართული აქციის მიზანს პოლიტიკაში ქალების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.
ქალების გააქტიურებისკენ მიმართული კამპანია საქართველოს 8 ქალაქში ხორციელდება და მას ორგანიზებას "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" უწევს.
"აქციების მიზანია ქალთა გააქტიურება. მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, მეტი ქალი უნდა იყოს არჩეული პარლამენტში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. პარლამენტში მეტი ქალი ნიშნავს ხალხისთვის და ქვეყნისთვის უკეთეს მომავალს," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთი ბერძენიშვილი.